ბიბლია

ბიბლია
ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წიგნებს (,,ბიბლონ“- წიგნი). იგულისხმება არა ნებისმიერი, არამედ ღვთივშთაგონებული და სულიწმიდის მადლით აღვსილი წიგნების კრებული. ეტიმოლოგიურად ,,ბიბლონ“ უკავშირდება ეგვიპტური მცენარის ,,პაპირუსის’’ (ქართულად ,,ჭილის’’) ბერძნულ შესატყვისს - ,,ბიბლოს“, რომელიც, გარდა მცენარისა - პაპირუსისა ანუ ჭილისა, ეწოდებოდა იმავე მცენარისაგან დამზადებულ საწერ მასალას, ტყავის (ეტრატის ანუ პერგამენტის), ანდა ქაღალდის მაგიერ რომ გამოიყენებოდა. ამ სიტყვამ (,,ბიბლოს’’) შემდეგ წიგნის მნიშვნელობა შეიძინა. ბიბლიას, ,,საღვთო წერილისა’’ და ,,წმიდა წერილის’’ გარდა, შეიძლება ვუწოდოთ ,,წიგნთაწიგნი“, ,,თვითწიგნი“, მარტივად ,,წიგნი“, ,,წერილი“. როდესაც იტყვიან: ,,წიგნი გვაუწყებს’’, ,,წერილი გვაუწყებს’’, ,,წიგნის’’ ქვეშ ბიბლია იგულისხმება. ბიბლია ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა საერთო სახელწოდებაა. ეს ტერმინი დაამკვიდრეს IV ს-ის დიდმა მამებმა- იოანე ოქროპირმა და ეპიფანე კვიპრელმა. წიგნები, რომლებსაც ბიბლიურს უწოდებენ, ჯგუფდება ორ კატეგორიად: კანონიკური ანუ დაბეჭდილი (ე.ი. ბეჭედდასმული) და არაკანონიკური ანუ დაუბეჭდავი. უკანასკნელთ ხშირად აპოკრიფულსაც ეძახიან (,,აპოკრიფი“ ბერძნული სიტყვაა და ,,დაფარულს“ ნიშნავს). კანონიკური ანუ წმიდა სულის მადლით დაბეჭდილი წიგნების ერთობლიობა სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია კანონის სახელით. ,,კანონი’’ ხშირად ბიბლიის მნიშვნელობით იხმარება.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Смотреть что такое "ბიბლია" в других словарях:

  • Лайлашская Библия — …   Википедия

  • იეჰოვას მოწმეები — • კონფესია. ჩვენში იეღოველების სახელითაა ცნობილი. ,,იაჰვე’’, რომლის დამახინჯებული ფორმა ,,იეღოვაა’’, ძველებრაული სიტყვაა და ღვთის ერთ ერთი სახელია. ნიშნავს: ,,მყოფს’’, ,,არსებულს’’, ,,ჭეშმარიტს’’. მაშასადამე, იაჰვე ეპითეტია, რომელიც შემდეგ… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»